top of page

სააკაშვილის მხარდამჭერებმა ვაიძულეთ პარტია მოახდინოს ცვლილება და პარტიის თავჯდომარე შეიცვალა.

2016 წლიდან ნაციონალურ მოძრაობაში იმდენი ღალატი ვნახე და იმდენჯერ დავრჩი იმედგაცრუებული რომ აღარ მჯერა სიტყვების.



2016 წლიდან ნაციონალურ მოძრაობაში იმდენი ღალატი ვნახე და იმდენჯერ დავრჩი იმედგაცრუებული რომ აღარ მჯერა სიტყვების.

მხოლოდ კონკრეტული საქმით ვაფასებ პოლიტიკოსებს. დარწმუნებული ვარ რომ მარტო მე არ ვფიქრობ ასე.

მელიას კრიტიკოსი ვიყავი და განსაკუთრებით არ მომწონდა მისი უმოქმედობა სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ.

სააკაშვილის მხარდამჭერებმა ვაიძულეთ პარტია მოახდინოს ცვლილება და პარტიის თავჯდომარე შეიცვალა.

კარგია ცვლილება, მაგრამ საჭიროა სისტემური ცვლილება. თუ უბრალოდ ერთი ადამიანი(ან კლანი) შეცვლის მეორეს ამითი ხარისხობრივად არაფერი არ შეიცვლება.

მე გადავწყვიტე რამდენიმე კვირა არაფერი კრიტიკული არ დამეწერა ახალ თავჯდომარეზე, იმიტომ რომ ყველა ცვლილებას დრო უნდა. ერთიანობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, ამიტომ არც მელიას გუნდზე არაფერს ვწერდი.

ენმ-ზე საერთოდ არაფერს არ ვწერდი. დავდივარ მხოლოდ მიშას თავისუფლების აქციებზე და მხოლოდ ეს არის ჩემი აქტივობა.

მივესალმე აქციებს რეგიონებში, განსაკუთრებით მომეწონა ბოლო აქცია და მსვლელობა თბილიში. მომეწონა რომ თბილიში გაიხსნა შტაბი და მოუსმინე ხაბეიშვილის მოწოდებას ამ შტაბის საქმიანობაში მონაწილეობისკენ.

რომელი არჩევნების კამპანიაზეა საუბარი?


თუ საუბარია 2024 საპარლამენტო არჩევნებზე როგორ უნდა მიიღოს ენმ-მ ამ არჩევნებში მონაწილეობა პრორუსული რეჟიმის პირობებში?


მოკლედ შევედი ბმულზე სადაც ხდება რეგისტრაცია და დავინახე ისეთი რამე რომ ჩავთვალე მორატორიუმი უნდა დავასრულო და ეს პოსტი უნდა დავწერო.

რეგისტრაციის დროს ივსება ფორმა სადაც არის შემდეგი შეკითხვა: რა ფორმით ჩაერთვებით პარტიის საქმიანობაში?

და პასუხის პირველივე ვარიანტია - საარჩევნო კამპანია.

ამ ორმა სიტყვამ გამაბრაზა. იმედია ამ პოსტს წაიკითხავენ პარტიის ხელმძღვანელები და ტელევიზიით გვიპასუხებენ.

მე მგონი საჭიროა ყველამ მიიღოს პასუხები ამ კითხვებზე იმიტომ რომ ნდობის გარეშე არაფერი არ გამოვა.

რომელი არჩევნების კამპანიაზეა საუბარი?

თუ საუბარია 2024 საპარლამენტო არჩევნებზე როგორ უნდა მიიღოს ენმ-მ ამ არჩევნებში მონაწილეობა პრორუსული რეჟიმის პირობებში?

რა უყოთ იმას რომ არჩევნები საქართველოში ყალბდება? ის რომ მონაწილეობა ამ სიყალბეში წინასწარ წაგებული თამაშია მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ჯერ კიდევ 2018-ში და ასევე 2021-ში გერმანიაში სადაც განაცხადა რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები უკვე ბიძინას სეიფში დევს. მიშა რომ მართალი იყო ჩვენ ყველა დავრწმუნდით 2019-ში, 2020-ში და 2021-შიც. ამის შემდეგ რამე შეიცვალა რომ კიდე ერთხელ ვცადოთ?

თუ პარტია აპირებს 2024-ის არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებს შექმნას პირობები რომ ეს არჩევნები იყოს სამართლიანი? როგორ აპირებს საარჩევნო სიებიდან მკვდარი სულების ამოღებას, სანდო ცესკოს ფორმირებას, ადმინისტრაციული და კრიმინალური რესურსების განეიტრალებას?

ხომ ვიცით რომ ამ რეჟიმის პირობებში არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს. ის ყალბდება წინასწარ, ყოველდღიურად - დაშინებით და მოსყიდვით. ეს რუსული სისტემაა.

თუ ჩვენ მივდივართ 2024 არჩევნებზე მაშინ ეს გამორიცხავს უზურპატორის მოშორებას სხვა მეთოდებით. ანუ მშვიდობიანი რევოლუციით რაც არის ერთადერთი საშუალება რუსი უზურპატორის დამარცხების.

შულერს მაგიდაზე არ უნდა მიუჯდე. შულერს მაგიდა უნდა გადაუტრიალო და აიძულო სამართლიანი წესებით ითამაშოს.


თუ ჩვენ მივდივართ 2024 არჩევნებზე მაშინ რას ნიშნავენ აქციები რომელიც ჩატარდა და რომელიც იგეგმება? ეს უბრალოდ წინასაარჩევნო აქციებია? კამპანია დაიწყო?


თუ ჩვენ მივდივართ 2024 არჩევნებზე მაშინ რას ნიშნავენ აქციები რომელიც ჩატარდა და რომელიც იგეგმება? ეს უბრალოდ წინასაარჩევნო აქციებია? კამპანია დაიწყო?

მიშას და საქართველოს თავისუფლებისთვის ვიბრძვით თუ ისევ პოლიტიკანების მანდატებისთვის? ჩვენი ხმებზე პარაზიტირებას ისევ აპირებენ სამადაშვილები და სხვა აფერისტები?

დღეს საქართველოში საარჩევნო კამპანია ბიძინასთან (პუტინთან!) თამაშია! მე პირადად ასეთ თამაშებს აღარ ვთამაშობ. ნუ მთავაზობთ ამ სიბინძურეში მონაწილეობას.

მიშამ ხომ მოგვიწოდა - დაასრულეთ პარლამენტარობის თამაში! რატომ ეთამაშებით რუსულ რეჟიმს რუსული წესების მიხედვით? გაყალბებული პარლამენტიც უნდა დატოვოთ და ახალ სიყალბეშიც არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა.

და რაც მთავარია!

ვთქვათ რომ ლიდერებს ამ არჩევნებში მოგების რეალური გეგმა აქვთ და შეკითხვებზეც ადეკვატური პასუხები. ვთქვათ დაგვარწმუნეს რომ აი 2024-ში უკვე ნამდვილად მოუგებთ პუტინს არჩევნებით.

პრეზიდენტი???? მიშას გადარჩენა როგორ მოხდება?

თუ ჩვენ მივდივართ 2024 არჩევნებზე ეს ნიშნავს რომ სააკაშვილს ვერ გავანთავისუფლებთ 2024 წლის ბოლომდე. გაუძლებს კიდე 20 თვეს????

Ähnliche Beiträge

Alle ansehen
bottom of page