top of page
Writer's pictureCEO Darina Mikeladze

რადიკალი მემარცხენეების და მემარჯვენეების ასეთი წარმატება განპირობებულია იმით რომ უკვე ეტაბლირებულ და დემოკრატიულად წოდებულ პარტიებს არ აღმოაჩნდათ უნარი იმ ზემოხსენებულ თემებზე რომ ღიად და საჯაროდ ესა

ოჯახში და გარეთაც დიდი დისკუსიები მაქვს ევროპის ქვეყნებსა და გერმანიის სხვადასხვა ბუნდესლანდში არჩევნებთან დაკავშირებით

ალბათ გაიგონებდით რომ რეაქციონერული ანტიინტეგრაციული და ევროგაერთიანების წინააღმდეგ მებრძოლი ძალები იმარჯვებენ.

სულერთია ეს იქნება ფრანგების მემარცხენე რადიკალები

თუ გერმანელების, იტალიელების, შვედების, ბელგიელების თუ გუშინ ავსტრიელების მემარჯვენე კონსერვატიული რადიკალები

სულერთია

მარცხენა და მარჯვენა ერთიმეორეს კბილს აბჯენს კუდზე და უერთიანდება თემებზე

_ ევროგაერთიანების დერეგულირება დაშლამდეც კი

_ ნაციონალური ინტერესების მეტი დაცვა და მოსახლეობის ეთნიკური სტრუქტურის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა

_ საზღვრების, დიახ ევროგაერთიანების შიდა საზღვრების მკაცრი კონტროლი და გარესაზღვრის ჩაკეტვამდეც კი

_ ლტოლვილების ნაკადის უმკაცრესად შეზღუდვა და ყოველგვარი პროცესის გარეშეც კი უკან გაშვება ევროპის გარეთ

_ მკაცრი შიდასახელმწიფოებრივი კონტროლი ეთნიკურად ,,არასუფთა,, მაცხოვრებლების, მათ შორის საკუთარი მოქალაქეების მიმართაც კი, რომელთა ეთნიკური წარმოშობა სხვაა ვიდრე საკუთარი ბაზისური ეთნოსის

_ და ბოლოს კი, რუსეთის მიმართ ლოიალობა მიუხედავად იმის რომ ამ ახალი ლტოლვილების უდიდესი ნაკადი სწორედ რომ რუსეთის გამოა.

აი ეს თემები აერთიანებს რადიკალურ მემარჯვენეებს და მემარცხენეებს.

აქ სიტყვა ,,პოპულისტს,, შეგნებულად არ ვხმარობ რადგან ძალიან უარყოფითი აურა მიიღო. არადა, ის რაც პოპულარულია ხალხში, რატომ უნდა იყოს აპრიორულად ცუდი??? თუ რათქმაუნდა გაცნობიერებული და პოლიტიკურად ორიენტირებული მოსახლეობა გყავს.

ჩემი აზრით

რადიკალი მემარცხენეების და მემარჯვენეების ასეთი წარმატება განპირობებულია იმით რომ უკვე ეტაბლირებულ და დემოკრატიულად წოდებულ პარტიებს არ აღმოაჩნდათ უნარი იმ ზემოხსენებულ თემებზე რომ ღიად და საჯაროდ ესაუბრა.

ადამიანთა უმრავლესობის პრობლემაა ის, რომ შავს უპირისპირებს თეთრს

რაღაც თეზისი და იდეა ამ იდეის რადიკალურად მოწინააღმდეგით დისკუტირდება და არ არსებობს დიფერენცირებული მიდგომა.

ტრენდი და მისწრაფება რომ საჭიროა რეგიონების სიძლიერე სულაც არ ნიშნავს ევროგაერთიანების დასუსტებას.

აი აქაა შეცდომა.

ძლიერი რეგიონები და ავტონომიებისაგან უნდა შექმნა ძლიერი გაერთიანება მონოლიტურობის მისწრაფების გარეშე.

ერთიმეორის ხარჯზე კი არა ძლიერი, არამედ ორივეს სიძლიერის სინერგია.

ლტოლვილების თემაც ასევეა განსახილველი.

არავინ მოდის ფეხით და 50% სიკვდილიანობის ნავით აფრიკიდან იმისთვის რომ არაფერი აკეთოს და სოციალი მიიღოს.

ამ ადამიანების რესურსს უნდა შესაბამისი გამოყენება და მაღალი პასუხისმგებლობის ჩარჩოების დაწესება.

აქ იმაზე კიარ უნდა იყოს საუბარი რომ მულტიკულტურული აპრიორულად კარგია, არამედ იმაზე რომ, თუ ეს მულტიკულტურული ერთი მიზნისკენ და საერთო წესებით ერთად მიდის, ყველა მონაწილის ძალა იზრდება.

აი ამ სინერგიის მისაღწევად კი აუცილებელია წესები და შესაბამისი ურთიერთობა ერთმანეთთან.

გეტოიზირებული და სადღაც უსაქმოდ დატოვებული ახალგაზრდა მალე აიცრუებს გულს ყველაფერზე. არადა, ევროპას ესაჭიროება დასაქმებისუნარის ხალხი.

რუსეთთან მიმართებაშიც აუცილებელია გააზრებული მიდგომა და უპირველესად იმის აღიარება რომ რუსეთისათვის დასავლეთი, ევროგაერთიანება უკვე დიდი ხანია არის ომის თანამონაწილე.

ამიტომაც კითხვა უნდა იყოს არა ის რომ როგორ გადავარჩინოთ უკრაინა

არამედ ის რომ

როგორ დავმარცხოთ რუსეთის მადა სხვისი მიწებისათვის.

როგორ მოცახდინოთ რუსეთისაგან ტერორიზირებული ქვეყნების ორგანიზება და მათი ალიანსის გაძლიერება - უკრაინა, მოლდოვა, სამხრეთკავკასია და მათთან ერთად ბალტიისპირეთი პოლონეთთან ერთად არის დაუმარცხებელი ერთობა.

ბალტიისპირეთის და პოლობეთისთვის საკუთარი ოპტიმალური გზის ძიების აკრძალვა ცუდი რამაა და

,,ევროპამ ერთი ხმით უნდა ილაპარაკოსო,, მოთხოვნა არ ნიშნავს რომ მავანი ყვიროდეს და მავანი წყნარად იყოსო აი ამისი გეშინოდეს.

2 views0 comments
bottom of page