top of page
Writer's pictureCEO Darina Mikeladze

მეგი გოცირიძე: ივანიშვილის კომპანიამ გაჩეხა ბორჯომის ტყე პარკი, რაც ვერ გაჩეხა გადასწვა

ივანიშვილის კომპანიის მიერ გაჩეხილი და გაჩანაგებულია ბორჯომის ტყე-პარკი, რაც ვერ გაჩეხა, კვალის დაფარვის მიზნით გადაწვა !

ძირფესვიანად იქნა მოთხრილი ათობით მარადმწვანე ხე , სადაც სასტუმროს აშენებდნენ ივანიშვილის კლანის წევრები, იმდენად დიდი სურვილი ჰქონდათ ბორჯომის სასტუმროდან შემოსავლების მიღების , რომ ღარიბაშვილის ბრძანებით გაჩეხეს ხეები, რომლებიც პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმებია და უდიდეს ბუნებრივ რესურსს წარმოადგენდა !

ააოხრა არა მხოლოდ ბორჯომის ხეობა, არამედ გააჩანაგა მთელი საქართველოს ბუნება!

გაჩეხა იმ ტყის უდიდესი ნაწილი, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 180-190 მილიონ ტონამდე ჰაერის მტვერს ფილტრავს; შთანთქავს წლიურად 41,5 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს და გამოჰყოფს 36 მილიონ ტონა ჟანგბადს; 1 ჰექტარი ტყის მიერ ჟანგბადის გამოყოფა ანაზღაურებს 19-20 ადამიანის მიერ მოხმარებულ ჟანგბადს; ორი მრავალწლოვანი ხე ყოველწლიურად ოთხსულიანი ოჯახისათვის საკმარის ჟანგბადს გამოიმუშავებს. ტყე აუმჯობესებს წყლის ხარისხს და ცირკულაციას, ხელს უწყობს წყლის ნაკადის წარმართვას, ნალექის რაოდენობის შემცირებას და ამცირებს ნიადაგიდან წყლის აორთქლებას; ტყეში არსებული წყაროები სასმელი წყლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს; ხის ფესვები აკავებს ნიადაგს, ამცირებს ეროზიების რისკს და ხელს უწყობს ნიადაგის საფარის აღდგენა-შენარჩუნებას!

ხეგლეჯია მაოხრებლის პრემიერობის დროს გაიცა ნებართვა და მის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 3 წლის ვადით მიეცა უფლება ხე-მცენარეების ჭრის შპს "ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას" მუხურის ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში არსებული 22 926 კვ/მ მიწის ფართობის!

სწორედ ასევე ვანდალურად გაჩეხა ბიძინა ივანიშვილის

კომპანია "ატუ"-მ რაჭაში, შაორის მიმდებარედ თუკი რამ იდგა ხის მსგავსი!

იპოდრომზე რომ არაფერი ვთქვა და წითელ ბაღზე, ნარმანიამ წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრაზე გასცა ნებართვა (ნუცუბიძეზე)!

კვირიკაშვილის ბრძანებით კი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 63 წაბლის ხე მოჭრეს , რომ ივანიშვილის კომპანიას

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები დაეწყო!

ეს ვანდალიზმის ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ამ წუთას გამახსენდა, აღარაფერს ვამბობ დედაქალაქის მერია დიღმის ტყე-პარკს, რომ მიადგა ასაოხრებლად , გახარია მაოხრებელზეც არაფერს ვამბობ და 100 წლით გაცემულ ლიცენზიაზე თუ აოხრებულ ბუნებაზე...

ხომ გახსოვთ სკანდალი რამდენიმე წლის წინ, როცა მე, ერთმა ადამიანმა გადავარჩინე და "ასავალ-დასავალი"-ის მოვუგე , რის შემდეგაც გადამეკიდა , რაც ზუსტად ვიცოდი, მაგრამ შევებრძოლე, არ მივეცი, ჩემს მიერ დარგული 5 უზარმაზარი ნაძვის ხის მოჭრის საშუალება და იქ სასტუმროს აშენების უფლება (გოგილოს ბაღი, მტკვარზე ხედით, ავლაბარში , ჩემი ეზოს გვერდით ), გავერთიანდით ქოციან-ნაციანად მთელი უბანი და კუდით ქვა ვასროლინეთ, ყველას გაერთიანება შევძელი, მე დავარწმუნე ისინი, რომ გაერთიანებას არ ჰქონდა ალტერნატივა, როცა შენს შვილებს სიცოცხლის უფლებას ართმევენ და ჟანგბადს უკეტავენ !

პ.ს. ახლა რატომ ვერ ვახერხებთ თუნდაც ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებას, ეს ხომ ყველას გვეხება?!

8 views0 comments
bottom of page