top of page

ამ გვერდზე შევეცდებით გამოვაქვეყნოთ ინფორმაციები თუ რა გვჭირდება უნივერსიტეტებში რეგისტრაციისათვის, ჩვენ როგორც ქართველ სტუდენტებს და რა პუნქტები უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის რომ წარმატებული იყოს ჩვენი რეგისტრაცია.

 

 

ქართული საბუთების შეფასება

იმისათვის რომ დარეგისტრირდეტ გერმანიაში არსებულ რომელიმე უნივერსიტეტში საჭიროა მოიყვანოთ თქვენს მიერ საქართველოში მიღებული განათლება გერმანული განათლების სისტემასთან შესაბამისობაში. ეს ხდება მხოლოდ შესაბამის ინსტიტუტების მიერ 

როგორციცაა უნი-ასისტენტი ან  ZAA (Zentrale Anlaufstelle für die Anerkennung der Ausländische Abschlüße). ზოგიერთ უნივერსიტეტს აქვს პირდაპირ უნივერსიტეტში უცხოური დიპლომების აღიარების რეფერენტის თანამდებობა, რომელიც აღიარებს უცხოურ დიპლომებსა და განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს. თუმცა სასურველია ყველა შემთხვევაში ფლობდეთ უნი ასისტენტის მიერ აღიარების დამადასტურებელ ცნობას.

 

 

 

უნი ასისტენტი აფასებს გერმანიაში უცხოური უნივერსიტეტების მიერ გაცემულ დიპლომებს და სხვა განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს. უნი ასისტენტი ამოწმებს არი თუ არა უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები გერმანიაში არიარებული. უნი ასისტენტი ამოწმებს ასევე უნივერსიტეტში სწავლის მსურველი პირებისათვის აკმაკოფილებენ თუ არა ისინი სხვა კონკრეტული უნივერსიტეტის მიერ დეკლარირებულ კრიტერიუმებს. თუკი უნი ასისტენტში წარმატებით გაიარეთ გამოცდა და აკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნილ კრიტერიუმებს აგზავნის უნი ასისტენტი თქვენს საბუთებს შესაბამის უნივერსიტეტში და გიკეტებთ რეგისტრაციას თქვენთვის სასურველ სპეციალობაზე.

იმ უნივერსიტეტებში სარეგისტრაციოდ რომლებიც უნი ასისტენტთან არ არიან უშუალო კავშირში გიგზავნით უნი ასისტენტი სერტიფიკატს (eine Vorprüfungsdokumentation/ VPD) რომელიც ადასტურებს რომ თქვენი გაქვთ გერმანიაში უნივერსიტეტებში ამა თუ იმ ნიშნით რეგისტრაციის უფლება.

უნივერსიტეტში მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს კონკრეტული უნივერსიტეტი და არა უნი ასისტენტი.

ვინაიდან უნი ასისტენტის საქმიანობა სახელმწიფო შემოსავლებით არ ფინანსდება, ეს მომსახურება სტუდენტებისათვის ფასიანია.

ზოგიერთი უნივერსიტეტი განსაკუთრებით მასტერის სპეციალობებზე იღებს უნი ასისტენტში რეგისტრაციის ხარჯებს საკუთარ თავზე.

 

I'm a paragraph. I'm a great place for you to let your users know a little more about me. Double click me to change me and your own content. To customize me and change my font click on the Design tab in the property panel.

Please reload

uniasistenti
bottom of page